04:21 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 14:00:59, 3127 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა

ვერ ვხედავ ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განზრახვებში მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცმა T-online-თან ინტერვიუში განაცხადა.

კანცლერის თქმით, რუსეთმა თავი „დრამატულ სიტუაციაში“ ჩაიგდო.

გარდა ამისა, შოლცი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აგრესორს მოუწევს მოლაპარაკება უკრაინასთან, რადგან რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია.

„უკრაინა არ არის დაპყრობილი, ის ოსტატურად იცავს თავს, ავლენს სიმამაცესა და თავგანწირვას. ნატო არ გასულა, მაგრამ რეალურად გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი. ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან. თავად რუსულმა არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, ბევრად მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირის ავღანური კამპანიის ათი წლის განმავლობაში. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა“, - განაცხადა შოლცმა.

შოლცმა სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობად უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა დაასახელა. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრებას გაგრძელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ქვეყნის შესაძლებლობა ისარგებლოს მსოფლიო პროგრესით, დაბლოკილია მანამ, სანამ ნამდვილი მშვიდობა არ დადგება“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ შოლცსა და პუტნს შორის საუბარი 13 მაისს შედგა, სადაც კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს სამი ძირითადი თეზისი გაუჟღერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics