|
2022-05-14 13:32:37, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
დენისოვა - უკრაინის აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე ხანძარია
უკრაინის აღმოსავლეთით, დაცულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კატასტროფულია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, ხერსონის რეგიონში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. " ლი არმია ანადგურებს უნიკალურ ნაკრძალს - Кинбурнская коса, ნახევარკუნძულს, რომელიც მიკოლაევის ოლქში მდებარეობს. მას ხერსონის ოლქი ესაზღვრება. ხერსონის რეგიონში ტყეები აპრილის შუა რიცხვებიდან იწვის. ტერიტორია დროებით ოკუპირებულია, რის გამოც უკრაინულ მხარეს ცეცხლის ჩაქრობა უჭირს" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)