02:59 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 12:51:28, 1649 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის პოზიციით გააოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის თაობაზე პოზიციით გააოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიულ გამოცემა VG ავრცელებს.

ნატოს წყაროების ცნობით, ერდოღანის სიტყვები თავდაცვის ალიანსში მოულოდნელი იყო, რადგან შვედეთისა და ფინეთის შესვლის თემა რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა.

„ეს იყო ძალიან მოულოდნელი”, - თქვა VG-ის წყარომ ნატოს შტაბ-ბინაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ფინეთსა და შვედეთს ხელგაშლილი შეხვდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა თურქეთი მას შემდეგ, რაც შვედეთი და ფინეთი განაცხადებს წარადგენენ. იმის გამო, რომ ახალი წევრების მიღების ოფიციალური პროცესი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ორ კვირამდე. მაგრამ საბოლოო დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს 30-ვე ქვეყნის მთავრობის ხელმოწერით.

გარდა ამისა, ახლა ბევრს აინტერესებს, რეალურად შეუშლის თუ არა თურქეთი ხელს ნატო-ს გაფართოებას და რა მოთხოვნების წაყენება შეუძლია ერდოღანს.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის დადებითად ვერ შეხედავს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლას, რადგან ამ ქვეყნებში მოქმედებენ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლები, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ამასთან შვედეთმა და ფინეთმა, საპასუხოდ განაცხადეს, რომ ყველა უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics