|
2022-05-14 10:20:29, 1802 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის სამხედრო ძალებმა კიდევ 6 დასახლება გაათავისუფლეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალებმა 6 დასახლება გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი. "რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა თემი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასის ყველა ქალაქი და დაბა. ხარკოვის ოლქის თანდათანობით განთავისუფლება მოწმობს, რომ მტრის ხელში არაფერს დავტოვებთ." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)