11:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 20:09:58, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია

უკრაინას სჭირდება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

მისივე თქმით, დიდი შვიდეულის წინა შეხვედრის დროს, მან მოითხოვა სამი რამ, რაც უკრაინას სჭირდებოდა. ეს იყო: იარაღი, იარაღი და იარაღი.

" დიდი შვიდეულის წინა შეხვედრის დროს, მე მოვითხოვე სამი რამ, რაც უკრაინას სჭირდებოდა. ეს იყო: იარაღი, იარაღი და იარაღი. მას შემდეგ, სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა და აშშ-სა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ჰაუბიცების გადმოცემისთვის მადლობას ვუხდით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და დახმარება უნდა გაგრძელდეს. უკრაინას ახლა ესაჭიროება ზალპური ცეცხლის სისტემები და ავიაცია. ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძლო გადმოცემასთან დაკავშირებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics