|
2022-05-13 13:05:31, 1454 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჩრდილოეთ გერმანიაში G7 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ბლოკის დახმარებ, რომლიც დაახლოებით 2 მილიარდ ევროს მიაღწევს, მძიმე იარაღისს შესაძენასად გამოიყოფა. „ახალი იმპულსი სამხედრო მხარდაჭერისთვის.მეტი ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებითა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ", - განაცხადა ბორელმა. გარდა ამისა, ბორელის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ უახლოეს დღეებში მოხდება რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესახებ შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბორელმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრულ ემბარგოსა ან ტარიფების გაზრდაზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)