|
2022-05-13 10:24:27, 2226 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმერ ზელენსკი - რუსეთი ვერ ბედავს სტრატეგიული მარცხის აღიარებას
რუსეთს არ გააჩნია გამბედაობა, აღიაროს სტრატეგიული მარცხი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ისედაც აშკარაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმმართვაში აღნიშნა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავარი მიზანი ახლა წარმოადგენს ბრძოლას, სანამ არ არ გაათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიას, ხალხს და საიმედოდ არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. „რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მთელ მსოფლიოსთვის აშკარაა, მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ განაგრძობს რუსეთთან ურთიერთობას. უბრალოდ, მათ ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი გამბედაობა, რომ ეს აღიარონ მარცხი. ისინი ლაჩრები არიან და ამის დამალვას რაკეტების, საავიაციო და საარტილერიო დარტყმების უკან ცდილობენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. გაათავისუფლეთ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი და საიმედოდ უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება“,- აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)