|
2022-05-12 15:04:30, 8604 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში კიდევ ერთი გემი დაკარგა
შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი გემი დაკარგა. ამის შესახებ Channel 24-ს დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარია პროექტ 23120 ლოგისტიკურ დამხმარე ხომალდზე. მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციას მხოლოდ ორი ასეთი გემი ჰყავს - ელბრუსი და ვსევოლოდ ბობროვი. შეგახსენებთ, რომ 7 მაისს უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი გემი გაანადგურა. ხოლო, 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა. დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურინ ინფორმაციით, რუსულმა საზღვაო ძალებმა, გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ. რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული..
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)