|
2022-05-11 21:18:04, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ელჩი პრაღაში - ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი ავრცელებს. მისივე თქმით, ისინი სრულ მხარდაჭერას უკრაინას უცხადებენ. " ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მიღებული რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მუდმივ მიწოდებას და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. მადლობა ! " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)