|
2022-05-10 16:12:03, 2904 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სესხის ტრანში გამოუყო
ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების 600 მილიონი ევროს ტრანში გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა ევროკავშირის ხელმძღვანელობის წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ 600 მილიონი ევროს გამოყოფა დამტკიცდა უკრაინის დასახმარებლად გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებთან დაკავშირებით რუსეთის შემოჭრის ფონზე. „ეს არის ევროკავშირის გადაუდებელი დახმარების პაკეტის 1,2 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. ევროკომისია, სავარაუდოდ, ოთხშაბათს დაასრულებს პროცესს,“- აღნიშნულია გამოცემის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თანხების გადარიცხვა უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დაფინანსება ორ ტრანშად 12 თვის განმავლობაში გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)