|
2022-05-10 10:30:49, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო განადგურდა - არის მსხვერპლი
უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიღუპა ერთი ადამიანი დაიჭრა ხუთი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. რეგიონული სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 1000 კვ.მ ფართობზე გაჩენილი ხანძარი მაშველებმა სამ საათში ჩააქრეს. ხანძრის ჩაქრობაში ათი ერთეული ტექნიკა და 53 ადამიანი მონაწილეობდა. "რაკეტამ სავაჭრო ცენტრის უკანა სახურავი გაარღვია და უკანა ეზოში ჩავარდა. მაქსიმალური ზიანი მიიღეს შემდეგმა მაღაზიებმა: Auchan, Decathlon და LC Waikiki, ასევე დაზიანდა გენერატორისა და საქვაბე ოთახის შენობა.სწორედ ამ ადგილზე იყო სტაციონარული დაცვის პოსტი, სადაც, საბედნიეროდ, არავინ იმყოფებოდა, არის მსხვერპლი, თუმცა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია."- იტყობინება უკრაინული მედია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)