|
2022-05-09 16:58:14, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
სეპარატისტების ლიდერი გეგმავს მარიუპოლი "საკურორტო ქალაქად" აქციოს
მარიუპოლის საკურორტო ქალაქად უნდა იქცეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) ხელმძღვანელი დენის პუშლინი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთი სამუდამოდ იქნება ამ ადგილას. "რუსეთი სამუდამოდ აქ არის და თქვენ საბოლოოდ სახლში ხართ. ახლა ეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამუდამოდ ტერიტორიაა. მას არავინ წაგვართმევს, ჩვენ გვაქვს ძალა, გვაქვს შესაძლებლობები, გვაქვს უდიდესი ულამაზესი ქვეყნის - რუსეთის მხარდაჭერა,"- თქვა პუშლინმა გამარჯვების დღის აღსანიშნავად ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)