16:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 13:56:05, 1340 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვა უცხო ქვეყნის ლიდერებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლისთავთან დაკავშირებით.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მეთაურებისთვის მიწერილ დეპეშებში პუტინმა თქვა, რომ დღეს რუსი სამხედროები, „მათი წინაპრების მსგავსად“ „იბრძვიან მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისაგან განთავისუფლებისთვის. პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ, "როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე.

ეს დეპეშები გაეგზავნა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებსა და მოქალაქეებს: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, თვითგამოცხადებული DPR და LPR, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ასევე „ საქართველოსა და უკრაინის ხალხებს“.

კრემლის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ომის ვეტერანებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის გაგზავნილ წერილში პუტინმა „ხაზგასმით აღნიშნა დიდ სამამულო ომში დამარცხებულთა იდეოლოგიურ მემკვიდრეებზე შურისძიების დაუშვებლობაზე“.

კვირას დილით უკრაინის პრეზიდენტმა ხსოვნისა და შერიგების დღესთან დაკავშირებით ვიდეო მესიჯი ჩაწერა, რომელშიც რუსეთის შეჭრა უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.

"წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ "არასდროს". ჩვენ სხვანაირად გვესმის "არასდროს". ეს მტკივნეულად ჟღერს, სასტიკად ჟღერს. ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით. თქვენ ამბობთ: აღარასოდეს? უთხარით უკრაინას ამის შესახებ", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში „ნაციზმის სისხლიანი რეკონსტრუქცია“ მოაწყო, მაგრამ „არავითარი ბოროტება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ბუნკერში დამალვას ვერ შეძლებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics