|
2022-05-06 20:59:15, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ შეხვედრას გამართავს G7-ის ქვეყნებთან და უკრაინის პრეზიდენტთან
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურად შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და მის G7 კოლეგებს კვირა დილით G7-ის ფორუმის შეხვედრის დროს. - ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭო. მისივე თქმით, მთავარი თემა რუსეთისთვის სანქციებისბდაწესება იქნება. „კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას G7 ვირტუალურ ლიდერთა შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ლიდერებს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, შეხვედრის დღის წესრიგში სანქციები იქნება.“, - განაცხადა NSC-ის სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)