21:21 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 15:22:23, 1729 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უარს ვამბობთ საბჭოთა აღჭურვილობაზე და ნატო-ს მოდელებზე გადავდივართ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, განაცხადა რომ უკრაინა ნატო-ს შეიარაღების გამოყენებას გეგმავს.

 ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან, გამართა. საუბარი უკრაინის მიერ  საბჭოთა შეიარაღების ჩანაცვლებას შეეხო.

 ”ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი განვიხილეთ. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ ნატო-ს მოდელებზე. მე ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.“ -  განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics