03:12 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 18:28:20, 1518 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე დამსწრე პირმა - ჯ.ქ-მ გამოიჩინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.

სასამართლოს არაერთი მოწოდების მიუხედავად, ბრალდებულმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროცესში მონაწილე პროკურორებს და მოსამართლეებს, რითაც ხელყო სასამართლოს ავტორიტეტი და მართლმსაჯულებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენის შემდგომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics