2022-04-28 17:10:22, 1416 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება
მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. - ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს.
მათივე თქმით, პრეზიდენტმა მაია სანდუმ გადაწყვიტა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება და მესაზღვრეები მიაწოდოს.
"მოლდოვა უკრაინაში გაგზავნის მესაზღვრეებს ოკუპირებული დასახლებების გასასუფთავებლად, ასევე უკაინას მიაწვდის ჰუმანიტარულ პაკეტებს", - წერს გერაშენკო.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
ავტორი: ექსპრესნიუსი,