|
2022-04-26 18:04:39, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია, ამიტომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ
ღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით,უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ. "რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. ცუდი ამბავი: თუ ხვალ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები იქნებიან კიშინოვთან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა", - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსნებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთში დაძაბული ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა მის ტერიტორიას მასობრივად ტოვებს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)