|
2022-04-26 17:22:49, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო-ს გენმდივანი: მზად ვართ მარიუპოლში ადამიანური და ლოგისტიკური რესურსების მობილიზება მოვახდინოთ
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას საკონტაქტო ჯგუფი გაერო-ს, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების შემადგენლობით ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად,- ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გუტერეშმის თქმით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ორგანიზაცია მზადაა მოახდინოს თავისი ადამიანური და ლოგისტიკური რესურსების მობილიზება მარიუპოლში ხალხის გადასარჩენად. „საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც უსაფრთხო და ეფექტურია. დერეფნები, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის და საჭირო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენებს. ამ მიზნით მე შევთავაზე ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფის შექმნა, რომელიც გაერო-ს, რუსეთსა და უკრაინას გააერთიანებს, რათა მოძებნონ შესაძლებლობები, გახსნას უსაფრთხო დერეფნები ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტით,“- განაცხადა გუტარეშმა. შეგახსენებთ, რომ გუტერეშის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დააზუსტა, რომ რუსული მხარე მასთან ერთად განიხილავს მარიუპოლსა და აზოვსტალთან დაკავშირებულ საკითხებს. ხოლო ერთი დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლებამ ჩაშალა ჰუმანიტარული ოპერაცია აზოვსტალის ქარხანაში. დეპარტამენტის ცნობით, ქარხანაში მყოფთაგან არცერთმა არ ისარგებლა ორშაბათს რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნით.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)