18:57 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 14:34:31, 1822 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - ლეგიტიმურად ჩავთვლით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ, მხარი დაუჭირა უკრაინის უფლებას განახორციელოს თავდასხმები რუსეთზე და განაცხადა რომ ბრიტანეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მათი იარაღის გამოყენება ამ მიზნით.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა გააფრთხილა ნატოს ქვეყნები, შეეწყვიტათ უკრაინის შეიარაღება,მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის მოტივით.

„ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა თავისი მფლობელის საზღვრებში და შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა დაერღვია ეს საზღვრები და 130,000 ჯარისკაცი შემოეყვანა მათ ქვეყანაში.მან დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო ომში უკრაინას სჭირდება ოპონენტების სიღრმეში შეტევა, რათა შეუტიოს მის ლოჯისტიკურ ხაზებს, საწვავის მარაგებს, საბრძოლო მასალის საცავებს და ეს არის საომარი მოქმედებების ნაწილი,"- განაცხადა ჯეიმს ჰეპიმ.

მან დასძინა, რომ სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დამიზნება, სამხედრო ლოჯისტიკის ჩაშლის მიზნით, რომელიც, პირდაპირ ხელს უწყობს უკრაინის მიწაზე მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics