10:29 - 10 May, 2026
|
2022-04-25 14:34:42, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ხუთი რკინიგზის სადგური დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში ხუთ რკინიგზის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ჯამში სულ მცირე 16 სამგზავრო მატარებელის შეფერხება გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციას“ ხელმძღვვანელმა ოლექსანდრე კამიშინმა განაცხადა. კანიშინის თქმით, შეფერხების მიუხედავად, 2-მა მატარებელმა გზის გაგრძელება მალევე შეძლო. შეფერხება საშუალოდ 1-დან 3 საათამდე გაგრძელდა “არის მსხვერპლი. თუმცა დეტალებს კვლავ ვაზუსტებთ,” - აღნიშნა კანიშინმა. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად, აფეთქება მოხდა ლვოვში კრასნოიეს სარკინიგზო სადგურის წევის ქვესადგურზეც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)