09:32 - 10 May, 2026
|
2022-04-22 21:00:13, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება
ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება . - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი ავრცელებს. მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, 20 აპრილს გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტიერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიწერა და სთხოვა დაუყოვნებლივ შეხვდნენ მას. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)