|
2022-04-22 17:40:01, 1696 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთი უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობასა და საწვავს მიაწვდის
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აცხადებს, რომ უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდიან. როგორც მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და თვლის, რომ "ამ გზით სვლა უნდა განაგრძონ ისე, რომ ომში არ ჩავერთოთ. "პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ". – განაცხადა მაკრონმა Ouest France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში ემანუელ მაკრონი საკუთარ Twitter-ზე წერდა,საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის €100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების მიაწოდების შესახებ.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)