|
2022-04-22 14:28:13, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი აცხადებს, რომ მომდევნო მიზანი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის აღებაა
სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, რუსტამ მინეკაევი ავრცელებს. მისივე თქმით, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი, რუსეთს საშუალებას მისცემს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე. „ სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, ის უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ორი დღის წინ, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)