22:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 13:12:00, 1950 ნახვა

მსოფლიო
ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს იმ პირებს, რომლებიც ომის დანაშაულებებსა და გენოციდს მხარს დაუჭერენ

ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ გენოციდსა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულებს, შესაძლოა, მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

როგორც ლატვიის ადგილობივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კანონმდებლობა ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გარდა ამისა, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთვევაში, თუ პირი თავად მონაწილეობდა მსგავს ქმედებებში.

„მოქალაქეობა შეიძლება გაუუქმდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფინანსური, მატერიალური, პროპაგანდისტული, ტექნოლოგიური ან სხვა სახის დახმარება გაუწიეს ქვეყნებს ან ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი. დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, ომის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციურ წესრიგს, - ნათქვამია ლატვიის სეიმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. ხოლო ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც ახლა აღნიშნული ცვლილებების გამოყენება შესაძლებელია, არის რუსი მილიარდერი პიოტრ ავენი, რომელსაც ასევე აქვს ლატვიის მოქალაქეობა და არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შორის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics