|
2022-04-21 10:26:15, 1380 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 584 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 208 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 584 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს . პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 119, კიევის ოლქში - 113, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 57, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 41, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15. „20 აპრილს, რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ საარტილერიო დაბომბვის შედეგად. ხერსონის ოლქის ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 16 წლის მოზარდი. ასევე გუშინ, ნიკოლაევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად, 11 წლის გოგონა დაშავდა“ , - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)