|
2022-04-19 12:35:32, 1317 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი გაიდაი- რუსმა დამპყრობლემბა კრემენნაიას ათასობით მაცხოვრებელი მძევლად აიყვანეს
ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიაში, ათასობით მაცხოვრებელი, რომლებმაც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრეს, ახლა დამპყრობლებმა მძევლებად აიყვანეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, დღესვე მოხდება ხალხის ევაკუაცია და ორგანიზებული იქნება მცდელობები ხალხის გადასარჩენად რუბიჟნედას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და გორსკაიას ტერიტორიებიდან. „კრემენნაიას ათასობით მაცხოვრებელს დრო არ ეყო ქალაქის დასატოვებლად და ახლა რუსების მძევლები არიან“, - განაცხადა გაიდაიმ. .ამასთან ერთად გაიდაინ აღნიშნა ისიც, რომ ვინც არ არის თანახმა "თანამშრომლობაზე", რუსები მათ ადგილზე კლავენ, ამიტომ ხალხს შედარებით უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „ევაკუირდით უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში - სადაც დაგეხმარებიან საცხოვრებლის მოძიებაში, სახელმწიფოსგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღებაში და სხვა ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. ავტობუსები უკვე გელოდებათ“, - მიმართა მან ამ დასახლებების მცხოვრებლებს. შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს რუსი დამპყრობლები შევიდნენ ქალაქ კრემენნაიაში, სადაც საარტილერიო დაბომბვა 24 საათს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)