07:51 - 21 Sep, 2026
|
2022-04-19 11:54:35, 2385 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ევროპის უდიდესი ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა
რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „ოკუპანტები არამარტო ურტყამენ აზოვსტალს ძლიერი ბომბებით, არამედ აგრძელებენ არტილერიითა და ტანკებით ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს უბნის საცხოვრებელ სექტორზე, მეოტიდას ბულვარის ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკომ. აღსანიშნავია ისიც, რომ მარიუპოლის ასობით მცხოვრები, მათ შორის ბავშვები, უკვე რამდენიმე კვირაა აზოვსტალის ტერიტორიას თავშესაფრად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა რაღაც მომენტში შეძლებს მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)