|
2022-04-17 16:07:16, 1794 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრიის კანცლერი - პუტინი ახლა თავის სამყაროშია და ომის საკუთარი ლოგიკა აქვს
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „საკუთარ სამყაროშია და ომის საკუთარი ლოგიკა აქვს“. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, მისი მოსკოვში ჩასვლის მიზანი იყო პუტინისთვის პირადად ეთქვა, ის, თუ რა ხდება უკრაინის ქალაქებში, „ერთი მხრივ, პუტინმა მითხრა, რომ ის ითანამშრომლებს საერთაშორისო გამოძიებასთან, ხოლო მეორე მხრივ თქვა, რომ ის დასავლეთს არ ენდობა. ეს სამომავლოდ იქნება დიდი პრობლემა. პუტინი თვლის, რომ ომი აუცილებელია რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ის არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას. ის დონბასის რეგიონში გენოციდში უკრაინელებს ადანაშაულებს. ის ახლა თავის სამყაროშია, თუმცა ვფიქრობ, იცის რაც ხდება. პუტინს სჯერა, რომ ის ომს იგებს, მაგრამ ჩვენი საუბრის დასასრულს პუტინმა გერმანულად მითხრა, რომ ჯობია ომი დასრულდეს ადრე, ვიდრე გვიან. ამიტომ, ვფიქრობ ის აცნობიერებს, რა ხდება ახლა უკრაინაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ჩავხედოთ მას თვალებში და დავუპირისპიროთ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ცნობისთვის, კარლ ნეჰამერი იყო პირველი დასავლელი ლიდერი, ვინც რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)