|
2022-04-15 15:19:57, 1777 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე სამ პირს - ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალდება წარუდგინა და ერთი იურიდიული პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო სახელმწიფოს კი მიადგა - 978 004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. მათვე, სარეალიზაციოდ გაამზადეს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად 30 637 ლარის საბაჟო (184 131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც დროულად ამოღებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ. ერთ-ერთი ბრალდებული ზ.გ. ამავე დროს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ ე. ლ.-ს ქონების გამოძალვის ფაქტზე და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 14 აპრილს დააკავეს. ზ.გ.-ს, შ.გ.-ს და დ.უ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულად იქნა ცნობილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირი - შპს „ზაჰესი 2007, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)