11:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 12:13:59, 1871 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის თავდაცვა ვარაუდობს, რომ რუსი ოკუპანტები დონბასის აღებას უახლოეს 10 დღეში ეცდებიან

რუსეთის ჯარები ემზადებიან უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. ოკუპანტებმა შესაძლოა დონბასის აღება უახლოეს 10 დღეში სცადონ, - ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის თანახმად, საფრანგეთის სამხედრო შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნის პასკალ ლანმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აპირებენ დონეცკისას და ლუგანსკის რეგიონების აღებას ან თუნდაც დნეპრისკენ წინსვლას.

„მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, დაახლოებით 10 დღის ვადაში, რუსეთმა განაახლოს ძალისხმევა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დასაპყრობად. მათ შესაძლოა დნეპრისკენაც მიიწიონ, თუ ეს შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ლანმა.

მისი თქმით, რუსული ჯარები ახორციელებენ საჰაერო დაბომბვეს არა მხოლოდ „უკრაინის თავდაცვის სისტემის თანმიმდევრულობის შესუსტების, არამედ უკრაინის ლოჯისტიკური მოძრაობისა და პოტენციალის ჩამოშლის მიზნით“, რაც ხსნის გზას, რომ დნეპროს აეროპორტი სრულად განადგურდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული ჯარების ტერიტორიული მიღწევების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics