|
2022-04-13 10:33:34, 1807 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუჩაში მანქანების სასაფლაო გამოჩნდა - უკრაინის შსს-ში ვიდეოს აქვეყნებს
რუსი ოკუპანტების თავდასხმის გამო, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მანქანების სასაფლაო გამოჩნდა. ვიდეო ტელეგრამის არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია მანქანები, რომლებიც ლითონის გროვად აქციეს. მანამდე ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ 12 აპრილის მდგომარეობით, ქალაქში 403 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ფედორუკის თქმით, მათ ბუჩაში მეორე მასობრივი საფლავის გახსნა დაიწყეს, სადაც 56 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. 1 აპრილს, კი ბუჩაში 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იყო. მსხვერპლის ნაწილი მასობრივ საფლავებში, ნაწილი კი, ქუჩებში იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)