20:35 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 15:32:28, 1112 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს იმედი, რომ რუსეთი თავად შეჩერდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ იძულებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ არსებობს იმედი იმისა, რომ რუსეთი თავისით გაჩერდება და მისი გაჩერება მხოლოდ იძულების წესით შეიძლება მოხდეს. 

​„არ არსებობს და არც შეიძლება იყოს იმედი, რომ რუსეთი უბრალოდ თავისით გაჩერდება. ასევე არ არსებობს და არ შეიძლება იყოს იმედი იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალოდ უარს იტყვის ამ ომის გაგრძელებაზე. რუსეთისთვის მხოლოდ ამის იძულება შეუძლიათ. შეიძლება აიძულოთ მშვიდობის ძიება, ხალხის დაცინვის შეწყვეტა, აიძულეთ ისინი პატივი სცენ მეზობელი ხალხის დამოუკიდებელ ცხოვრებას, აიძულეთ ისინი დატოვონ უკრაინის ტერიტორია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე გამოყენებული უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, ის „ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, იმას რომ უნდა შეჩერდეს“.

'აუცილებელია რუსული ბანკების კავშირის სრული გაწყვეტა მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან, რუსეთის ენერგორესურსების, პირველ რიგში კი, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა. ასევე აუცილებელია, რომ გლობალურმა კომპანიებმა შეწყვიტონ ამ ბარბაროსული ძალაუფლების დასპონსორება, რომელსაც სჯერა, რომ მას აქვს უფლება გაანადგუროს ხალხის სიცოცხლე და აქვს უფლება დათესოს სიღარიბე, უკანონობა და სიკვდილი მთელს მსოფლიოში", - დასძინა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics