|
2015-02-04 16:24:37, 2193 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია უკრაინას უკვე გადაეცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულბულია და სათანადო დოკუმენტაცია უკრაინის მხარეს უკვე გადაეცა. ამის შესახებ თალაკვაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. „ელჩმა დაადასტურა რეალურად ის, რაც ჩვენ გუშინ ვთქვით ტელეკომენტარის საშუალებით და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებულია, სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა უკრაინის მხარეს. როგორც ვთქვი, უკვე გადაწყვეტილება ბატონი ადეიშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით არის უშუალოდ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის მხარის მისაღები. ჩვენ ვერანაირ ზეწოლას უკრაინაზე ამ კუთხით ვერ მოვახდენთ. დაველოდებით, როდესაც ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე პატივს სცემს ნებისმიერ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და მის გადაწყვეტილებას. „ვიტყვი იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს, შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, როგორც საქართველოს მთავრობა. მთავრობის პოლიტიკის სისუსტეს ამას ვერ დავარქმევდი, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინტერპოლის ვებგვერდი და ნახოთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიო მასშტაბით არის ძებნილი და გადაადგილდებიან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, ასე რომ ეს არ არის სიახლე. საქართველოსთვის შეიძლება ეს არის სენსაციური ამბავი, როგორც ერთი ცალკე აღებული შემთხვევა, მაგრამ ინტერპოლისთვის ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
ქუთაისში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)