2022-04-08 01:32:08, 1494 ნახვა
მსოფლიო
ტერაქტი თელ-ავივში - 5-მდე ადამიანია დაღუპული, 15-მდე დაშავებული - ვიდეო
თელ-ავივში სროლისას, ქალაქის მთავარ მოედანზე, დიზენგოფის გამზირზე, სადაც კაფე-ბარები და რესტორნებია, სროლების შედეგად ამ დროის მონაცემებით, 5-მდე ადამიანია დაღუპული, 15-მდე დაშავებული.
ისრაელის სასწრაფო სამეციდინო დახმარების განცხადებით, ინფორმაცია სროლის "რამდენიმე სცენაზე" მიიღეს - ახლოს მდებარე საავადმყოფოებში 6 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ ან კრიტიკულად აფასებენ.
პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან ტავი შეიკავონ.
"ტერორისტმა მცირე მანძილიდან გახსნა ცეცხლი და შემდეგ ფეხით გაიქცა. რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. [...] არ დატოვოთ თქვენი სახლები. არ გამოყოთ თავი ფანჯრიდან. მოერიდეთ აივნებს". - თქვა საპატრულო პოლიციის პრესსპიკერმა, ელი ლევიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,