19:43 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 14:32:27, 1131 ნახვა

მსოფლიო
შეუძლებელია, ბელარუსის გარეშე გაიმართოს - ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეუძლებელია, ბელარუსის გარეშე გაიმართოს.

როგორც ლუკაშენკო აღნიშნავს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს, რადგან ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

„შეუძლებელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს. თუ ამ პროცესში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში, ეს ეხება დასავლეთს, ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. ჩვენი მოთხოვნა არ გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოგვიხსენიებთ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ომი ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს, ეს კი ბელარუსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ, ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ჩვენი ეს პოზიცია ესმის. მართალია ეს დასავლეთის გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვალდებული არ ვართ, დასავლეთის დაკრულზე ვიცეკვოთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics