2022-04-05 17:30:24, 586 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ველოდებით, გავაკეთოთ მეტი ნატო-ს პარტნიორებისთვის, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის
ჩვენ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ მეტი ნატო-ს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისა და შეჭრის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს, გააძლიერონ გამძლეობა ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენციისთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, ცნობილია, რომ ხუთშაბათს ნატო-ში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს და ამასთან, შეხვედრას დაესწრება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,