2022-04-04 23:08:02, 754 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს
საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატების ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს
„საფრანგეთმა გადაწყვიტა გააძევა დიპლომატიური სტატუსის მქონე რუსი თანამშრომელი, რომელთა ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ AFP-ის წყაროს ცნობით, საუბარია 35 რუსზე.
მანამდე გერმანიამ გამოაცხადა რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატის გაძევება მისი ტერიტორიიდან, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს დაჰპირდა.
გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,