|
2022-04-03 10:11:44, 1615 ნახვა
სამხედრო
ბრიტანეთს სურს უკრაინის შეიარაღება ოდესის დასაცავად - The Times
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სურს ჩაშალოს პუტინის გეგმები სამხრეთ უკრაინასთან დაკავშირებით და შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნოს იარაღი, რომელიც საჭიროა ოდესის ეფექტურად დასაცავად. ამის შესახებ The Times-ის სტატიაშია ნათქვამი. ლონდონს სურს, უკრაინა გემსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიიარაღოს რუსული გემების მოსაგერიებლად. იგივე იარაღი დაეხმარება სანაპირო ქალაქების დაცვას ზღვიდან დაბომბვისგან. ჯონსონმა მინისტრებთან საუბარში გამოთქვა სურვილი შეიძინოს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და მიაწოდოს ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა თავიდან აიცილონ რუსული წინსვლა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ იგი შეთანხმდა ჯონსონთან უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტზე. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსებმა ყურადღება გაამახვილეს დონბასის და სამხრეთ უკრაინის აღებაზე. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პუტინი 9 მაისამდე უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპაციას მოელის. თუმცა, როგორც ჩანს, საუბარია კონფლიქტის გახანგრძლივებაზე და „ჩეჩნური სცენარის“ გამეორებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)