|
2022-04-02 21:12:20, 1782 ნახვა
სამხედრო
ხარკოვის ოლქში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა
ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოლქში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა. მისივე თქმით, პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაციაა საჭირო. "შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაციაა საჭირო, დაახლოებით 70 პაციენტი და პერსონალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს შევძლოთ და ეს ხალხი გადავარჩინოთ", — ამბობს ის. სინეგუბოვი აღნიშნა, რომ ბალაკლია ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელშიც ქალაქის მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა. "რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ეს არის მოქალაქეებზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულების მორიგი მცდელობა. ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაციაა" - წერს სინეგუბოვი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)