|
2022-03-30 15:19:30, 914 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. "სოფლებში - ზოტსა და ცეცხლაურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. ქობულეთში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, აკაციის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი სამეგრელოშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელის (მურყანი) სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული მორი იყო განთავსებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბაში, მოქალაქის კუთვნილ ფარდულში გამოვლენილი ცირკული ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. 1 უკანონო სახერხი დანადგარი კი, ქალაქ სენაკში გამოავლინეს. 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრაულაში, მოქალაქეს, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყეც (მორი) ჰქონდა განთავსებული. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში კი, გამოვლენილია ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 4 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წაბლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის, ჯამში 2,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1 უკანონო, მუშა მდგომარეობაში მყოფი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯების მიმდებარედ, ტყის ფონდში გამოავლინეს. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 2 ერთეული ცირკული ტიპის ხერხი. ვინაიდან ცხრავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა."- წერია ინფორმაციაში.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)