|
2022-03-28 23:34:05, 1238 ნახვა
სამხედრო
საზღვრების გამაგრება და კონტრშეტევა - ვითარება კიევის ირგვლივ
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი ჟერნოვი აღნიშნავს, რომ კიევის ირგვლივ სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. - ამის შესახებ ნათქვამია კიევის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ რეზიუმეში. "კიევის ირგვლივ ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. კვირის განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ გავმართეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ხაზები, არამედ მოვახერხეთ მტრის მოგერიება მის მიერ ადრე დაკავებული პოზიციებიდან გარკვეულ რაიონებში", - თქვა ჟერნოვმა. კერძოდ, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევას ჟიტომირის მიმართულებით. "მტერი განდევნეს ქალაქ ირპინიდან. ქალაქი მაკაროვი განაგრძობს ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტროლს", - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა. ვიშგოროდის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლებს არ მისცეს საშუალება, წინ წასულიყვნენ კიევისკენ და სტაბილურად დაეჭირათ გარკვეული ხაზები. "რუსული ჯარების წინსვლა ბროვარის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. დამპყრობლებმა ზარალი განიცადეს და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ", - განაცხადა ჟერნოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)