|
2022-03-27 11:09:41, 1119 ნახვა
სამხედრო
ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
მტერი შეეცდება უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. - ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. „როგორც ჩანს, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობაზე, რომლებიც უშუალოდ მდებარეობენ ქვეყნის აღმოსავლეთით სეპარატისტული რეგიონების მოპირდაპირედ, რათა წინ წავიდნენ ჩრდილოეთით ხარკოვისა და სამხრეთით მარიუპოლისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია რამდენიმე შენაერთს ჩერნობილის რეგიონში, მოგვიანებით კი ბელორუსიაში გაჰყავდა, მათი მიზანია აღადგინონ საბრძოლო შესაძლებლობები და გადაკეტონ, კიევი სამხრეთ-დასავლეთიდან. დონეცკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს გადაჯგუფებას და დამრტყმელი ჯგუფების შექმნას, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები, რათა მიაღწიონ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს. კერძოდ, პოპასნაიაში, არტილერიის მხარდაჭერით, ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას, არ გამოუვიდა, ზარალი განიცადა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)