|
2022-03-24 18:33:36, 797 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრო კულება - უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ხუთ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
უკრაინა მისი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც UNIAN ციტირებს. დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მოსკოვი უკრაინისგან მიუღებელ დათმობებს ითხოვს, უკრაინა კი მხოლოდ სამი რამით არის დაინტერესებული - უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ყირიმისა და დონბასის ფარგლებში და ცეცხლის შეწყვეტა და მტრის ჯარების გაყვანა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. დიმიტრო კულებამ ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობდა იგი „უსაფრთხოების გარანტიებში“. „ესპანეთის, როგორც ნატო-ს წევრის უსაფრთხოების გარანტია არის მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება მას, ყველა სხვა წევრი (ალიანსის. - რედ.) დაიცავს მას. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერებისა და სანქციების დაწესების მოთხოვნით“, - უპასუხა კულებამ. ამასთან დაკავშირებით უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან. „ისინი დადებითად უყურებდნენ ამ იდეას. ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ კმაყოფილი ვარ პირველი რეაქციით", - განაცხადა დიმიტრო კულებამ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)