|
2022-03-24 11:37:13, 2296 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 711-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 608 441-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 36, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 43, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 556 საიდანაც, 739 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 380, აჭარაში - 56, იმერეთში - 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 198 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 24, იმერეთში - 31. 18 817 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)