12:44 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 19:02:09, 655 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი ხალხისათვის - Anonymous-მა „გაზპრომის“ ვებგვერდიც გათიშა

ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის გათიშვის შემდეგ, უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ ვებგვერდიც გათიშა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დაჯგუფება Twitter-ზე ავრცელებს.

მომხდარის გამო, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის ვებგვერდი მუშაობას ამ დრომდე, არ აგრძელებს.

ცნობისთვის, წუხელ, Anonymous რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაჯგუფება კიბერ-ომში ჩაერთო.

„უკრაინელი მოსახლეობის მხარდასაჭერად, „გაზპრომი“ კავშირგამორთულია. ჩვენ ვართ ლეგიონი. გველოდეთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics