2022-02-24 12:05:40, 508 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და მტრის 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქი სჩასწიე უკრაინამ დაიბრუნა.
"ქალაქი შჩასწიე აღებულია, მტერმა წაგება განიცადა.
ლუგანსკის რეგიონის ქალაქი სჩასტიე , რომელსაც თავს დაესხა რუსი აგრესორი, უკრაინამ დაიბრუნა. თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა და 50-მდე მტერი მოკლულია.
ბედნიერება ჩვენს ხელშია!", - წერს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,