|
2026-06-15 08:08:37, 8164 ნახვა
ომი უკრაინაში
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში. "ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში. ის საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს. მე-13 საუკუნეში ურდოდან დაწყებული, მე-20 საუკუნეში ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული, კიევის წმინდა ადგილები არაერთხელ გამხდარა ბარბაროსული თავდასხმების სამიზნე. ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში უკვე აჯობეს ISIS-საც კი. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომელთათვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ გამიზნულად დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა — იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ჩვენ სასწრაფოდ ვაინიცირებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და ვიყენებთ ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი და ადეკვატური პასუხი ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. ველოდებით მტკიცე რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუციებისა და დედაქალაქებისგან. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად კონკრეტული ქმედებებია საჭირო" | წერს სიბიჰა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)