|
2022-02-24 10:49:46, 2393 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 584 454. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.17% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.71%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო ქართლი - 363, შიდა ქართლი - 520, გურია - 358, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 546, კახეთი - 664, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 120 437 საიდანაც: 5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 220, აჭარაში - 566, იმერეთში - 894. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 125 პირი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 133, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 535 - თბილისში, 121 - აჭარაში. 114 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)