23:54 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 14:14:52, 566 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნას განიხილავს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომმართა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, მე უახლოეს დროში განვიხილავ ამ წინადადებას და მივიღებ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას მივიღებ არა მარტო ამ საკითხზე, არამედ იმაზე გამოაცხადოს თუ არა უკრაინამ საომარი მდგომარეობა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შემოღებული, თუ რუსეთიდან ესკალაცია გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა არ განიხილავს „ბოევიკების ლიდერების მოთხოვნას“ უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

„ჩვენ არ ვკონტაქტობთ მათთან. ჩვენ არ გვესმის, ვინ არიან ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics